Twitter-მა დონალდ ტრამპის ვაჟს სოციალური ქსელის ანგარიშზე წვდომა 12 საათით შეუზღუდა

Twitter-მა დონალდ ტრამპის ვაჟს სოციალური ქსელის ანგარიშზე წვდომა 12 საათით შეუზღუდა

Twitter-მა აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს, დონალდ ტრამპ-უმცროსს სოციალური ქსელის ანგარიშზე წვდომა 12 საათით შეუზღუდა კორონავირუსის დეზინფორმაციის შესახებ წესების დარღვევის გამო.

ამ პერიოდის განმავლობაში დონალდ ტრამპის ვაჟი ვერ შეძლებს „ტვიტების“ გამოქვეყნებასა და გაზიარებას.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ვაჟმა Twitter-ის გვერდზე ვიდეო გააზიარა, რომელშიც ექიმი კორონავირუსისგან განკურნების შესახებ მცდარ განცხადებებს აკეთებდა და ამბობდა, რომ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად პირბადის ტარება საჭირო არ არის.

მოგვიანებით სოციალური ქსელის პლატფორმიდან Twitter-ის ადმინისტრაციამ აღნიშნული ვიდეო წაშალა.