იტალიაში საგანგებო რეჟიმი 15 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

იტალიაში საგანგებო რეჟიმი 15 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

იტალიის სენატმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ANSA წერს.

იტალიაში საგანგებო რეჟიმი 15 ოქტომბრამდე შენარჩუნდება. ამ გადაწყვეტილებას მხარი 175-მა სენატორმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 125.

იტალიაში საგანგებო რეჟიმი COVID-19-ის პანდემიის გამო იანვარში შემოიღეს.

29 ივლისის მდგომარეობით, იტალიაში კორონავირუსის 246 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 35 ათასი ლეტალურად დასრულდა. ვირუსი 198 ათასმა ადამიანმა დაამარცხა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.