საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნეოოსმალური მახვილით აია-სოფიას ხელახლა დაპყრობა ხდება - ჩნდება შთაბეჭდილება, რომ თურქეთი მე-15 ან მე-16 საუკუნეში ბრუნდება

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნეოოსმალური მახვილით აია-სოფიას ხელახლა დაპყრობა ხდება - ჩნდება შთაბეჭდილება, რომ თურქეთი მე-15 ან მე-16 საუკუნეში ბრუნდება

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელმძღვანელობა ნეოექსპანსიონისტურ პოლიტიკას ატარებს, ხოლო სასულიერო პირები კი ოსმალეთის იმპერიის ეპოქაში დაბრუნებისკენ მიისწრაფიან. ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ესპანელ კოლეგასთან, არანჩა გონსალეს ლაიესთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ჩვენ პატივს ვცემთ თურქ ერს, თუმცა ცალსახად ვგმობთ თურქეთის მთავრობის პოლიტიკას, ვინაიდან ამას ევროპა გმობს. ევროპა ხედავს, თუ როგორ ხდება ნეოოსმალური მახვილით აია-სოფიას მუზეუმის ხელახლა დაპყრობა. ამრიგად, თურქეთი კულტურათაშორისი დიალოგის თანამედროვე სიმბოლოს ანადგურებს, რათა შემდგომში ის მეჩეთად გადააქციოს. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ თურქეთი მე-15 ან მე-16 საუკუნეში ბრუნდება“, - განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

24 ივლისს, სტამბოლში აია-სოფიას მეჩეთის გახსნის ცერემონია გაიმართა. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.