ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს მომდევნო კვირას შეარჩევს

ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს მომდევნო კვირას შეარჩევს

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს მომდევნო კვირას შეარჩევს.

„არჩევანს აგვისტოს პირველ კვირას გავაკეთებ და გპირდებით, რომ როდესაც არჩევანს გავაკეთებ, შეგატყობინებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯო ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, როდის გამოაცხადებს საჯაროდ თავის გადაწყვეტილებას.

როგორც ამერიკული მედია აღნიშნავს, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ფავორიტად „დემოკრატი“ სენატორი, კამალა ჰარისი მიიჩნევა.