ნინო ახობაძე: “იმაზე შემზარავი არ მინახავს, როდესაც შალვა ნათელაშვილი დადგა ჯორივით და მკვდარი გოგოს მამის გადაკოცნის მერე გაჭიმულმა წინასაარჩევნო რეჩი დაარტყა...”

ნინო ახობაძე: “იმაზე შემზარავი არ მინახავს, როდესაც შალვა ნათელაშვილი დადგა ჯორივით და მკვდარი გოგოს მამის გადაკოცნის მერე გაჭიმულმა წინასაარჩევნო რეჩი დაარტყა...”

ფეისბუქ-მომხმარებელი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში წერს:

“მოკლედ ამ ბოლო (ცუდ) ამბებთან დაკავშირებით დავინტერესდი და იუთუბზე მოვძებნე გახსნილი და გაუხსნელი საქმეების უამრავი ვიდეომასალა. ბოლო ერთი კვირაა თითქმის სულ ამას ვუყურებ, უამრავია...

ეს არის დოკუმენტური მასალა. არაფერი გამოგონილი. ძირითადად ამერიკის ამბებს ვუყურებ, აქა-იქ ევროპის და რუსეთისასაც.

მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ:

დეტექტივს როცა ვკითხულობთ, ან მხატვრულ ფილმს ვუყურებთ, იქ ყველაფერი ხელისგულზეა. ადვილია და ბოლო ფურცელზე ან ბოლო კადრში მკვლელი ჩვენს წინაა.

ამიტომ დეტექტივების მოყვარულებს გვიჩნდება რაღაც არანორმალური სურვილი რომ საქმე მალე გამოიძიონ და მალე "გადავფურცლოთ" ბოლო ფურცელი.

სულ სხვანაირად მიდის რეალობაში გამოძიება თურმე და შედეგიც ხშირად ჩვენთვის არასასურველია ხოლმე. სამწუხაროდ.

არც ვინმეს ვაპრავებ, არც ხელისუფლებას ვემხრობი ეხლა, და არც მით უმეტეს ოპოზიციას.

უბრალოდ მინდოდა მეთქვა:

ჩვენ სადა ვბანაობთ

აააბა იქაა თუა დომხალი და გაურკვევლობები!

საქმეები, რომლებიც გაიხსნა 7 წლის მერე, ან საერთოდ ვერ გაიხსნა.

დაკარგული ადამიანები, რომლებიც ვერასოდეს იპოვეს.

გავიგე რომ ჩვენ ჩვენი გვტკივა

მაგრამ

რა ძალიან საცოდავია მელაძე ნოდარი (რომელიც სხვათაშორის გვარამიაზე ბევრად კარგი ჟურნალისტი ყოფილა, არ ვიცოდი) რომელიც ძალიან ცდილობს ადამიანები დაარწმუნოს იმაში, რომ

-ეს ბიჭი (შაქარაშვილი) და ეს გოგო (ბაჩალიაშვილი) ხელისუფლებამ ვერ დაიცვა!

ვისაც გევასებათ ბრბოს ტვინით აზროვნება, დაუჯერეთ ნოდარს.

ამ ორი სიკვდილის მერე სიუჟეტი არ გამომიტოვებია, ყველას ვუყურებ.

და არასოდეს არაფერი იმაზე შემზარავი არ მინახავს

როდესაც შალვა ნათელაშვილი დადგა ჯორივით და მკვდარი გოგოს მამის გადაკოცნის მერე გაჭიმულმა წინასაარჩევნო რეჩი დაარტყა...

მოკლედ კრიმინალი ყველა ქვეყანაში ხდება

ოღონდ არა მგონია ყველა ქვეყანას ყავდეს ნათელაშვილი.

ან თუ ყავს და

მაშინ თავს ნუ გვამადლის ნურავინ.

ვერ ყოფილან ჩვენზე წინ...”

 

 

 

 

 

Aburjga Tasmanieli კაცზე ასეთი ლაპარაკი არ ვარგა, მერე დიდი შანსია ცხოვრებაში წინ დაგხვდეს შენი ნათქვამი, მაგრამ ეს ქალბატონი რასაც ნათელაშვილზე ამბობს კიდევ ცოტაა! ნამდვილად პიტალო ....!
3 წლის უკან