წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს

წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს

25 ივლისს,  საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი", არადეკლარირებული საქონლის ქვეყნისსაზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ბ.ჯ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის ფიზიკურიდათვალიერების შედეგად, 7 324,37  ლარის ღირებულების არადეკლარირებული ვერცხლის(3,300 კგ.)  ნაკეთობები გამოავლინეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.