ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად "საპატიო დაკრძალვათა" ხეივანში გაემართა, სადაც აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის და მისი მეულის ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინითა და ყვავილების თაიგულით შეამკო.
"საპატიო დაკრძალვათა" ხეივანის შემდეგ, საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, "შეჰიდების ხეივანში" გაემართა და "მარადიული ცეცხლის " მემორიალი გვირგვინებით შეამკო.
საქართველოს დელეგაცია აზერბაიჯანს დღეს დილით ეწვია. დელეგაციაში შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუცის ხელმძღვანელი.