თურქი ბიზნესმენი ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ. დავით კეზერაშვილით შესაძლოა გამოძიება დაინტერესდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უცხოეთიდან ნოტა მოვიდა. დოკუმენტში წერია, რომ ექს-ძალოვანმა მინისტრმა საკუთარი უწყებისთვის თურქეთის მოქალაქეს ტოიოტას მარკის 10 მანქანა იძულებით აყიდინა. საუბარია თავდაცვის ყოფილ მინისტრ და ფინანსური პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელ დავით კეზერაშვილსა და თურქ ბიზნესმენ ადნარ აქიარზე. მეცხრე არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აქაიარი ზეწოლის დეტალებზე თავად ჰყვება. თურქი ბიზნესმენი და ძალოვანი სტრუქტურებიდან შესული სატელეფონო ზარები დღეს ტიოიტას ცენტრშიც გაიხსენეს.