ერთი მილიარდი ლარი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. უკვე ცნობილია, რაში დაიხარჯება ერთი სფეროსთვის გამოყოფილი მილიონები-სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა, საირიგაციო სისტემის მოწესრიგება, იაფი და გრძელვადიანი სესხები, სათესლე მასალების ყიდვა-მთავრობის მილიარდიანი ფონდი იანვრიდან ამოქმედდება, გლეხები და ფერმერები კი პირველ დახმარებას გაზაფხულზე მიიღებენ.