საქართველოს პრემიერ--მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სვეტიცხოველში საქართველოს კათალიკოს--პატრიარქის ილია II--ის აღსაყდრების 35 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას დაესწრო, პატრიარქს ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი მიულოცა.
ლიტურგიის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოს სვეტიცხოვლის რეზიდენციაში გამართულ ტრაპეზსაც დაესწრო.
ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს ერის სულიერების ამაღლებისათვის გაწეული ფასდაუდებელი მოღვაწეობისათვის და დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.