დავით მათიკაშვილი Edison Research-ის კვლევაზე: რეალურად ეს არის ტყუილი, ის რაც ყოველთვის დამახასიათებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის

დავით მათიკაშვილი Edison Research-ის კვლევაზე: რეალურად ეს არის ტყუილი, ის რაც ყოველთვის დამახასიათებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის" და მისი სატელიტი  ორგანიზაციებისთვის 

„ქართული ოცნების" რეიტინგი იმდენად მაღალია და იმდენად დაბალია ცალკეული ოპოზიციური  პარტიების რეიტინგი, რომ თვით კეზერაშვილის მიერ ნაძარცვი ფულით შექმნილი ტელევიზია, ამ ტელევიზიის მიერ დაქირავებული კონკრეტული  ორგანიზაციაც კი ვერ ცდება რეალობის ფარგლებს და მხოლოდ ტყუილში  2%-ს უმატებს  მაგალითად, „ევროპულ საქართველოს",  გორბის კვლევაში მათი რეიტინგი მხოლოდ 3%  იყო", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა  Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით.

მისივე შეფასებით, ეს რეალურად არის ტყუილი, ის რაც ყოველთვის არის დამახასიათებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის" და მისი სატელიტი  ორგანიზაციებისთვის.

„2012 წლის შემდგომ, ყველა ჯერზე, როდესაც ქვეყნდება მსგავსი კვლევები, არჩევნების შედეგები, რომელიც მაღალი ლეგიტიმაციით გამოირჩევა, აბსოლუტურად საპირისპიროს ამტკიცებს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.​