ეკატერინე ტიკარაძე: დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სწავლის გადადების რისკი არ არსებობს

ეკატერინე ტიკარაძე: დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სწავლის გადადების რისკი არ არსებობს

„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რისკი იმისა, რომ გავცეთ რეკომენდაცია და არ დაიწყოს სწავლა, არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დააკვირდნენ, რა ვითარება იქნება შემოდგომაზე და უკვე კონკრეტულად, სწავლის დაწყების თარიღისთვის მიიღონ დამატებითი გადაწყვეტილებები.

„ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომელიც თავის მხრივ მუშაობს სასწავლო დაწესებულებებთან ერთად. დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რისკი იმისა, რომ გავცეთ რეკომენდაცია და არ დაიწყოს სწავლა, არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ეპიდვითრებას, რა ვითარება იქნება შემოდგომაზე და უკვე კონკრეტულად, სწავლის დაწყების თარიღისთვის მივიღოთ დამატებითი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა მინისტრმა.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.