მალხაზ თოფურია: ჩვენ ის ერი ვართ

მალხაზ თოფურია: ჩვენ ის ერი ვართ "სტალინმა რომ არ იცოდა თუ კი ვინმეს ხვრეტდენ"

სამოქალაქო აქტივისტი, აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში წერს: 

“5 სამხედრო ბრიგადა იყო და არის საქართველოში, არ დავკონკრეტდები რომელი (ყველა სამხედროსთან შეხებაში მყოფი მიხვდებით და ნურც თქვენ დაკონკრეტდებით) და ამ ხუთიდან ერთერთმა ყველაზე მეტი სიმწარე გაიარა აგვისტოს ომის შემდგომ.

ხელფასების დაკავება, ახევა 30, 60 თუ 90 % ოდენობით , ფიზიკური ანგარიშსწორებები, როგორც ინდივიდუალური ცემა ტყეპა ასევე მასიურად (მთელი ბატალიონებისათვისა თუ ასეულებისათვის) ღირსებისათვის და ფიზიკური მდგომარეობისათვის შეუსაბამო სასჯელები, გინება ლანძღვა, ლამის პატიმრის მდგომარეობამდე მათი დაყვანა ....შაბათ -კვირას ვინ ჩივის თვეები ისე გადიოდა ბევრი მათგანი ტუსაღივით დისლოკაციის ადგილს ვერ ტოვებდა, და ყოველივე ამის ფონზე ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა რომ კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში უზარმაზარი ფულადი სანქციების გარდა , ნაკლებად სავარაუდოა პატიმრობაში არ მოხვედრილიყვნენ.....

დემოკრატია არსად არ ყვაოდა მაგრამ რაც ამ ჯოჯოხეთურ ბრიგადაში ხდებოდა ის უბრალოდ დამთხვევითობა არ მგონია ვფიქრობ რაღაც ნაცისტურ ექსპერიმენტთან გვქონდა საქმე, რამდენს გაუძლებს? რამდენს გადაიტანს? და რა შედეგს მივიღებთ ჯამში......

შედეგი რეალურად დაიდო და დაიდო შემდეგი სახის!

დღეს სოციალურ ქსელებში თუ ვიღაც "ფორმიანი" აქტიურობს ნაცმაცუნების სასარგებლოდ. სისხლიანი ანგარიშსწორებითა თუ რევნშიზმის შემთხვევაში "ყველას დახოცვით" იმუქრება., ერთი უთავმოყვარეო გენერლის გარშემო იკრიბება თითქმის 90 % სიზუსტით,სწორედ ამ დატანჯული ბრიგადის გამოზრდილები არიან

სტოკჰოლმის სინდრომი- უმძიმესი ფსიქიკური დაავადებაა და ვფიქრობ ჩვენი გენისთვის ფრიად სახიფათო, ჩვენ ის ერი ვართ "სტალინმა რომ არ იცოდა თუ კი ვინმეს ხვრეტდენ"”