გრიგორი კარასინი: ინციდენტების გარშემო პოლიტიკური სკანდალების მოწყობის ნაცვლად, უმჯობესია ისეთი ზომების მიღება, რომ ასეთი ინციდენტები არ არსებობდეს

გრიგორი კარასინი: ინციდენტების გარშემო პოლიტიკური სკანდალების მოწყობის ნაცვლად, უმჯობესია ისეთი ზომების მიღება, რომ ასეთი ინციდენტები არ არსებობდეს

„ინციდენტების გარშემო პოლიტიკური სკანდალებისა და დემონსტრაციების მოწყობის ნაცვლად, უმჯობესია ისეთი ზომების მიღება, რომ ასეთი ინციდენტები საერთოდ არ არსებობდეს“, - ამის შესახებ გრიგორი კარასინმა „ქრონიკას“ განუცხადა, როდესაც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას შეეხო „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირებაზე, რომელიც ამავე განცხადებით, ხაზს უსვამს „თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებების“ დროულად დაწყების აუცილებლობას.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ამ საკითხებს და არამხოლოდ ამ საკითხებს ჩვენ რეგულარულად განვიხილავთ ზურაბ აბაშიძესთან. ვცვლით მოსაზრებებს, ვიღებთ შესაძლო ზომებს, რომ ასეთი ინციდენტების გარშემო არ მოხდეს პოლიტიზაცია, ეს არ არის საჭირო, ამას ზიანი მოაქვს ჩვენი ურთიერთობისთვის.

რაც შეეხება საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ კომენტარს, ვფიქრობ, რომ ის ასე ვთქვათ ასახავს რეალურ ინციდენტებს, რომელიც მოხდა საზღვრისპირა რაიონებში.

ჩემი აზრით, იქ მოყვანილი ფაქტები რეალობას სრულად შეესაბამება. ეს კომენტარი არ შეიცავს ზედმეტ ემოციებს. ამ კომენტარის აზრი სწორედ იმ ხელოვნური პოლიტიზაციისა და სირთულეებისგან გაქცევაა, რომელიც ზოგჯერ წარმოიშობა.

განსაკუთრებით საქართველოს შიდა პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით და ზოგადად იმ ატმოსფეროში, რომელიც კორონავირუსზე მღელვარებით არის შექმნილი.

სამწუხაროდ, რუსეთში უწევთ იმის დადასტურება, რომ იმ შემთხვევების რაოდენობა, რომლებშიც შეიარაღებული პირები მონაწილეობენ, უკვე კრიტიკულ ზღვარს სცდება.

ამიტომ, ამ ინციდენტების გარშემო პოლიტიკური სკანდალებისა და დემონსტრაციების მოწყობის ნაცვლად, უმჯობესია ისეთი ზომების მიღება, რომ ასეთი ინციდენტები საერთოდ არ არსებობდეს. სწორედ ეს არის არსებითი აზრი იმ კომენტარის, რომლის შინაარსსაც მე ვიზიარებ, სავსებით სწორი და მშვიდი კომენტარია, რომელიც ფაქტებს ასახავს“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა და საქართველოსთან მოლაპარაკებებზე რუსეთის წარმომადგენელმა.

რუსეთი საქართველოს ქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირება ხაზს უსვამს „თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებების“ დროულად დაწყების აუცილებლობას“.

გარდა ამისა, რუსეთი „პროვოკაციული კომენტარებისთვის“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსაც ადანაშაულებს, რაც მათი შეფასებით, ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციას.

 

Aburjga Tasmanieli ღმერთო დიდებულო, რა დავაშავეთ ასეთი, რომ ამ ხეპრე, ბრიყვების (რუსეთისფედერაციის ინსტიტუციური, პოლიტიკური ხელმძღვანელობა!!!) მეზობლად გვიწევს ცხოვრება??!! მათ საქციელში ხომ გონების, ლოგიკის ნატამალი არ არის?! მოკლედ, მტერიც და მოყვარეც ერთი-მეორეზე ბრიყვები გვარგუნე ღმერთო?!
3 წლის უკან