ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა პირველი დადებითი შედეგები მიიღეს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ტესტირებისას

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა პირველი დადებითი შედეგები მიიღეს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ტესტირებისას

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა პირველი დადებითი შედეგები მიიღეს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ტესტირებისას. ოქსფორდის უნივერსიტეტი ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-სთან ვაქცინის ფართო წარმოების დაწყებაზე მუშაობს.

ამ ეტაპზე სპეციალისტებმა იმას მიაღწიეს, რომ ვაქცინა იმუნიტეტის ზრდას უწყობს ხელს .

„ამ შემთხვევაში იმუნური სისტემის რეაქცია ანტისხეულებსა და Т-უჯრედებს უკავშირდება. ახლა ყურადღება ანტისხეულებზეა გამახვილებული, თუმცა სულ უფრო მეტი მტკიცებულებაა, რომ Т-უჯრედების რეაგირება მნიშვნელოვანია კორონავირუსისგან დაცვისთვის“, - განაცხადეს მეცნიერებმა.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინის ეფექტურობის დადგენა ტესტირების მხოლოდ მესამე ფაზის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ოქსფორდის უნივერსიტეტი AstraZeneca-სთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე ფაზის ტესტირებას ბრაზილიაში ჩაატარებს.

Aburjga Tasmanieli ვაქცინა აშექმნეს არა ის... არ გინდათ კიდევ??!! ბრიტანეთი ერთ-ერთი ყველაზე გათახსირებული ქვეყანაა, მატყუარა, ბოროტი!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მარტო ის რად ღირს 1 საუკუნეზე მეტია მეტრულ სისტემაზე ვერ გადავიდნენ?!გაიძახიან თავიანთ ფუტებს, იარდებს, გალონებს, პინტას და ა.შ !! )) მანქანებიც უკუღმა დაჰყავთ და მთელი მსოფლიოს ჯიბრზე საჭე კვლავ მარჯვნივ აქვთ! მაგისთანებზე რუსები ამბობენ - вот придурки! ახლა ცვენ რომ არშინებზე, საჟენებზე და თუთუნის კვერცხის საზომით გაყიდვაზე დავბრუნდეთ იგივეა!
4 წლის უკან