გია ვოლსკი: ირაკლი კობახიძეს სიხისტე არ ახასიათებს, თუ საქმე პრინციპულ საკითხებს არ ეხება

გია ვოლსკი: ირაკლი კობახიძეს სიხისტე არ ახასიათებს, თუ საქმე პრინციპულ საკითხებს არ ეხება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძეს სიხისტე არ ახასიათებს, თუ საქმე პრინციპულ საკითხებს არ ეხება. აღნიშნულის შესახებ ვოლსკიმ კობახიძის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნის თაობაზე, ოპოზიციის შეფასებების კომენტირებისას აღნიშნა.

ამასთან, ვოლსკი ამბობს, რომ ამ საკითხზე ოპოზიციის განცხადებები უსუსური და სასაცილოა.

„ირაკლი კობახიძეს აქვს შესანიშნავი მონაცემები კოორდინატორის, ორგანიზატორის. საკმაოდ დადებითი ადამიანია, არავითარი სიხისტე მას არ ახასიათებს, თუ ეს არ ეხება პრინციპულ საკითხებს - ეს ყველას გვახასიათებს. მთავარი რაც უნდა იცოდეთ, ერთი ადამიანის ხასიათი, თუნდაც, ჩემი ხასიათი, გარკვეული ნაკლოვანებები არ განაპირობებს იმას, რომ შტაბი აირჩევს გარკვეულ მიმართულებას იმ ხასიათის მიხედვით, რომელიც გააჩნია რომელიმე ჩვენგანს. ასე რომ, ოპოზიციის ეს განცხადებები უსუსურიც არის და სასაცილოც. იუმორის გრძნობაც ბევრს გაგვაჩნია, გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე ჩვენი ოპონენტების რიგებში ადამიანებს აქვთ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძე გუშინ დაინიშნა.