ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ის საარჩევნო სიის პირველი ნომერი

ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ის საარჩევნო სიის პირველი ნომერი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ის საარჩევნო სიის პირველი ნომერი.

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ნუმერაციაზე პარტიაში ჯერ მსჯელობა არ ყოფილა.

„სიის პირველი ნომრის საკითხი ჯერ არ განხილულა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ეს მისი გადასაწყვეტია. ის არის პირველი ნომერი პარტიაში, არის პარტიის თავმჯდომარე. შესაბამისად, თუ ის გადაწყვეტს ასეთ რამეს, ბუნებრივია, ის იქნება სიის პირველი ნომერი. ეს მისი გადასაწყვეტია”, - განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.