ბავშვები ნაყინის ყიდვას გთხოვენ? მოამზადეთ სახლში სასარგებლო და გემრიელი ნაყინი - „ესკიმოს“ ალტერნატივა

ბავშვები ნაყინის ყიდვას გთხოვენ? მოამზადეთ სახლში სასარგებლო და გემრიელი ნაყინი - „ესკიმოს“ ალტერნატივა

ინგრედიენტები

ხაჭო - 180 გ

კარაქი - 60 გ

შაქარი - 3 სკ

შაქრიანი ვანილი - 1 ჩკ

შოკოლადი - 70-100 გ

მომზადების წესები

ხაჭოს დარბილებული კარაქი, შაქარი, შაქრიანი ვანილი (ან მწიკვი ვანილი) დაუმატეთ და ხელის ბლენდერით კარგად დააბლენდერეთ. ეს მასა გადაიტანეთ ნაყინის ფორმებში. თუ ნაყინის ფორმა არ გაქვთ, საკონდიტრო ცელოფანში. შემდეგ ცელოფანგადაფარებულ ზედაპირზე სასურველი ფორმის ზოლები „დასვით“ და ნახევარი ან ერთი საათით საყინულეში მოათავსეთ.

გაყინულ ნაყინს ხის ჩხირები გაუყარეთ და სურვილისამებრ, დამდნარი შოკოლადით მორთეთ.