ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ნინოშვილის N37-ში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ, მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ სამუშაოებს ჩუღურეთის რიაონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 12 000 ლარია