საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი მესტიას სტუმრობდა

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი მესტიას სტუმრობდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი 10-12 ივლისს მესტიას ეწვია. მისი ერთ-ერთი გამორჩეული ვიზიტი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იყო. აქ ელჩი გაეცნო მუზეუმის შთამბეჭდავ კოლექციას, რომლის შენარჩუნება და დაცვა აშშ-ის მთავრობამ 2009 წელს დააფინანსა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ელჩმა ისიამოვნა ზურულდზე საბაგიროთი ასვლით, სადაც კავკასიონის მთების ულამაზესი ხედები დახვდა.

მოგზაურობისას ელჩს შესაძლებლობა მიეცა, შეხვედროდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანს, რომელიც საქართველოში ერთადერთი ქალი გუბერნატორის მოადგილეა.