“ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა, დღემდე ვერ ამოხსნა ის ფაქტი, თუ რაში სჭირდებოდათ იურისტი ბიძა, როცა არსებობს ოპოზიცია და უამრავი გაქნილი ჟურნალისტი?!”

“ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა, დღემდე ვერ ამოხსნა ის ფაქტი, თუ რაში სჭირდებოდათ იურისტი ბიძა, როცა არსებობს ოპოზიცია და უამრავი გაქნილი ჟურნალისტი?!”

ადვოკატი ირმა ჭკადუა ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხება.

“შლეგი, აგრესიული და ამორალური საზოგადოება, ქმნის წყვდიადს და იძულებულს გხდის, შენც გაცხოვროს ამ სიბნელეში.

ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა, დღემდე ვერ ამოხსნა ის ფაქტი, თუ რატომ დადის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი, ტელევიზიების ნაცვლად, ეკლესიაში!!! რაში სჭირდებოდათ იურისტი ბიძა, როცა არსებობს ოპოზიცია და უამრავი გაქნილი ჟურნალისტი?!..

მაინტერესებს, რაში შეეშალათ ხელი ოჯახის დუმილით? როგორც უნდოდათ, ისე აგორავეს ეს საქმე და რაც უნდოთ და როგორც აწყობდათ, ის გაასაღეს ფაქტები, ბოლოს კი დაიბრალეს, რომ არა ჩვენ, ეს საქმე არ გაიხსნებოდაო.

აი, ამ მოდელირებული დღის წესრიგით ვიცხოვრეთ ეს ბოლო რამდენიმე კვირა, თუმცა, გუშინდელი დღე, იყო იმედისმომცემი. ვნახეთ, რომ ოჯახის მიერ არჩეულმა სტრატეგიამ, გაამართლა, გიორგის ბიძამ, ფეხდაფეხ სდია გამოძიებას, ყველა ძაფი, რომელიც მომხდარ დანაშულთან მიიყვანდა, ხელიდან არ გაუშვია.

მადლობა ამ რთული დღეებისთვის ბატონ მირიანს, შეიძლება ითქვას, რომ დიდია მისი წვლილი, ამ ბუნდოვანი საქმის გახსნაში.”-