რუსეთში ფრენის დროს თვითმფრინავის კაბინაში გაწვიმდა

რუსეთში ფრენის დროს თვითმფრინავის კაბინაში გაწვიმდა

რუსეთში ფრენის დროს თვითმფრინავის კაბინაში გაწვიმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Lad Bible ავრცელებს.

ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ჩანს თუ როგორ იყენებენ თვითმფრინავში მყოფი მგზავრები ქოლგებს, რათა ფრენის მიმდინარეობისას თავი „წვიმისგან“ დაიცვან.

ფრენა ხაბაროვსკიდან, სოჭის მიმართულებით ხორციელდებოდა.

გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უცნაური შემთხვევა ბოინგ 747-ზე კონდიცირების სისტემის გაუმართაობით იყო გამოწვეული.

აღნიშნული ინციდენტის გამო, Rossiya Airlines-მა გამოძიება დაიწყო, რომდაზუსტებით გაირკვეს თუ რა იყო სველი ფრენის მიზეზი.