ავღანეთში დაკარგულ ქართველ ჯარისკაცთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ამერიკული "ნიუ იორკ ტაიმსის" ინფორმაცით, ქართველი ჯარისკაცების ბაზა ჰელმანდის პროვინციის მუსა ქალას რაიონის პროვინციაში მდებარეობს. "ნიუ იორკ ტაიმსის" სტატიაში აღნიშნულია, რომ მუსა ქალას რაიონის გუბერნატორი ნიამატულა ქართველი ჯარისკაცის დაკარგვის ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ მან საკუთარი სურვილით დატოვა ბაზა. თავადაცვის უწყებაში გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. როგორც ცნობილია, ავღანეთი ქართული კონტინგენტიდან ჯარისკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია პირველად 20 დეკემბერს თავდაცვის უწყებამ გაავრცელა. ავღანეთში მყოფ ქართულ ქვედანაყოფებს მიღებული აქვთ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები.