სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგიის ბაზრის წესებზე იმსჯელეს

სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგიის ბაზრის წესებზე იმსჯელეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით  სემეკში ელექტროენერგიის ბაზრის წესების განხილვა გაიმართა. განხილვაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის,  ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, ენერგეტიკული ბირჟისა და ასევე, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები.  

სემეკის წარმომადგენლებმა მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაციები ახალი ენერგეტიკული კანონმდებლობისა და ბაზრის გახსნის საკვანძო საკითხებზე, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრებზე. გარდა ამისა, განიხილეს ენერგეტიკული ბაზრის სამიზნე სტრუქტურის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები და ბაზრის ზოგადი დიზაინი.

წესებზე მსჯელობის საფუძველს წარმოადგენს სემეკში მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.