ჩიტაიას N7-ში სადარბაზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩიტაიას N7-ში სადარბაზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას N7-ში, ორი სადარბაზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მსგავსი სამუშაოები რაიონში ექვს მისამართზე უკვე დასრულდა.
სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ბიუჯეტი 22 000 ლარია.