„ამიტომაც ხვდებიან ტრაგედიებს ასეთი გახარებულები- ისინი ამ ვნების კონცენტრირების საშუალებას იძლევიან ინფერნალური შაბაშების მოსაწყობად“

„ამიტომაც ხვდებიან ტრაგედიებს ასეთი გახარებულები- ისინი ამ ვნების კონცენტრირების საშუალებას იძლევიან ინფერნალური შაბაშების მოსაწყობად“

პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ყველაზე საშიში კაცობრიობისთვის მკვლელები, თაღლითები და მოძალადეები კი არ არიან, არამედ ისინი, ვისაც მუდამ თან დააქვთ უბეში დამალული მოყვასის ჩასაქოლი ქვები.

სწორედ ეს სისხლმოწყურებული მოდგმა ქმნის შესაძლებელს ყოველგვარ სისაძაგლეს.

სოციალურმა ქსელებმა ეს ნათელი გახადა.

გამოიკვეთა მრავალრიცხოვანი კლასტერი, რომელიც კარგად დაგეშილი მეძებარივით დაძრწის ვირტუალურ სივრცეში, რათა მოყვასის ჩაქოლვის ვნება დაიკმაყოფილოს.

აპოკალიფსურ მეძავებად გადაქცეული ტელევიზიებიც ადამიანური ბუნების ამ დეგრადაციის წყალობით არსებობენ. და სწორედ ამ ვნების წახალისებით არიან დაკავებულნი.

ამიტომაც ხვდებიან ტრაგედიებს ასეთი გახარებულები- ისინი ამ ვნების კონცენტრირების საშუალებას იძლევიან ინფერნალური შაბაშების მოსაწყობად."

Aburjga Tasmanieli ტელევიზიების ასეთი ხასიათი ბუნებრივად ჩამოაყალიბდა, დემოკრატიის პირმშოები არიან, დემოკრატიამ მისცა მათ განუკითხავი სიტყვის თავიუსუფლება და დემოკრატიულმა საბაზრო ეკონომიკამ მათი წარმატებული მუშაობის უმთაქვრეს მოთხოვნად ჩამოაყალიბა ე.წ. ყურებადობის ინდექსი! დემოკრატიამ დაღუპა ძველი ცივილიზაციები და ახლა ჩვენს თვალწინ მიმდინარეობსაშშ-ს განადგურება დემოკრატიის სხაელით!
3 წლის უკან