„ძალიან ბევრი „სიურპრიზი

„ძალიან ბევრი „სიურპრიზი" გველის“ – შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი

„ამ საქმეში, მომავალში ძალიან ბევრი „სიურპრიზი" გველის," - ასე ეხმაურება გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული სპორტსმენის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი, გიორგი ყიფშიძე ვახო ახვლედიანის შეცვლილ ჩვენებას.

ის „პრაიმტაიმთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ მოცემულ საქმეში ჩვენებები კიდევ შეიცვალოს.

„ამ საქმეში, მომავალში ძალიან ბევრი „სიურპრიზი" გველის. მან იმიტომ დააზუსტა ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ვაკეთეთ ის საქმე, რაც უნდა გაეკეთებინა გამოძიებას. ჩავდიოდით ადგილზე. ყველაფერს ვათვალიერებდით. დეტალებს ვაცნობდით საზოგადოებას. არ გამოვრიცხავ იმას, რომ ვიღაც ამ თემაზე დაფიქრდა და შესაბამისად, ამ ყველაფრის დაზუსტება დაიწყო. რეალურად სასამართლოზე ეს ჩვენებები ვერ იმუშავებს. მტკიცებულებების მაღალ ხარისხს ვერ შექმნის," - აცხადებს ადვოკატი.