საახალწლო მიღება(VIDEO)

საახალწლო მიღება(VIDEO)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. საახალწლო მიღებას საქართველოს მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.
„დიდი პატივია და მეტად სასიხარულოა გიმასპინძლოთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ ნაბიჯისა და ურთიერთობისათვის, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ვიხსენებ საარჩევნო პერიოდს, ჩვენს მრავალმხრივ შეხვედრებს, პრობლემების განხილვას, თქვენს მხარდაჭერას პროცესებისადმი. თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით და საქართველოს მოსახლეობის დიდი ძალისხმევით, პირველ ოქტომბერს მოხერხდა და ჩატარდა საქართველოს ისტორიაში მართლაც წარმატებული არჩევნები და განხორციელდა ქართველი ხალხის ნება საარჩევნო ყუთებთან. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის და აქვე, კიდევ ერთხელ განვაცხადებ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა საქართველო იყოს ღირსეული წევრი საერთაშორისო თანამეგობრობის," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.