გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს ის, რაც თავად ჩაიდინა

გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს ის, რაც თავად ჩაიდინა

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს ის, რაც თავად აქვს ჩადენილი და ამ ტაქტიკას პირველივე დღიდან, უკვე 8 წელია, მიმართავს. ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ POSTV-ს გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ განაცხადა. გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რომ ეს არ იყო შემთხვევითი და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს.

„ყველაზე მეტად, რაც აკლია „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ორ ფრთას, ეს არის კრეატივი. მათ არ აქვთ ნიჭი - ესენი არიან ოროსნები, ოროსნები იყვნენ სკოლაში და შემდეგაც ყველაფერში ოროსნები იყვნენ. სააკაშვილი ხეზე იჯდა და მსაჯი იყო, როდესაც მთელი ეზოს ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ - ქვემოთ არ უშვებდნენ. ამ ურთიერთობების ნაკლულები არიან, რაც ჩვენ ყველამ გამოვიარეთ. ამის მაგალითია გიგა ბოკერია, რომელიც არის სიმბოლო „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის - ის იყო ამ ფაშიზმის იდეოლოგი. ციხის ბუნტის დროს რა უნდოდა გიგა ბოკერიას ახალაიას კაბინეტში, ის რომ ბრძანებებს იძლეოდა, სოზარ სუბარმა იცის, იქ იყო. რა უნდოდა აგვისტოს ომის დროს გიგი უგულავას ლოჯისტიკის ხელმძღვანელად - წარმოიდგინეთ, ვისთან გვქონდა საქმე“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისი თქმით, „ხელისუფლებაში მათი მობრუნება არ არსებობს, ეს ამ საუკუნეში არ მოხდება“.