ივანე მაჭავარიანი: თუ გვინდა ეკონომიკას გავუფრთხილდეთ, ეპიდემია უნდა ვმართოთ

ივანე მაჭავარიანი: თუ გვინდა ეკონომიკას გავუფრთხილდეთ, ეპიდემია უნდა ვმართოთ

მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და ფრთხილად მოვეკიდოთ არსებულ სტატუსს, ამაზე კარგს ჩვენ ეკონომიკას ვერაფერს გავუკეთებთ, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ხშრად ამბობენ ეკონომიკა თუ კოვიდის გავრცელება?! დამერწმუნეთ, ეპიდემიის მართვის და მისი არგავრცელების სწორ პოლიტიკაზე ეფექტური ეკონომიკისთვის არაფერია. ჩვენ თუ გვინდა რომ ეკონომიკას გავუფრთხილდეთ უნდა ვმართოთ ეპიდემია, მიშვებული ეპიდემიის პირობებში არც ეკონომიკა გაქვს და აღმავლობაც ძალიან დიდია. თუ ავიღებთ ევროპის რამდენიმე ქვეყანას, ზოგიერთმა, ვირუსის მიმართ ძალიან ღია და ლიბერალური მიდგომა გამოიჩინა, იმიტომ რომ ეკონომიკა არ შეეწირა. იქვე არის მეზობელი ქვეყანა, რომელმაც ერთ თვიანი, 6-კვირიანი ძალიან მკვეთრი კარანტინი გააკეთა, იმ პერიოდის განმავლობაში, რომელმა ქვეყანამაც არ გააკეთა ეს შეზღუდვა, ცოტა უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ როგორც კი გავიდა 4-5 თვის პერიოდი, იქ სადაც ეს შეზღუდვები არ იყო, მაგრამ 5-ჯერ და 10-ჯერ უფრო მეტი სიკვდილიანობაა, გავრცელება ასევე რამდენიმე ათეულჯერ უფრო მეტადაა. იქ სადაც ეკონომიკური აქტივობა შეზღუდული არაა, 4-5 თვის ჯამური ეფექტი არის შემდეგი: ქვეყანაში არის 10-ჯერ მეტი დაღუპული, ეკონომიკა კიდევ უფრო შენელებული, ვიდრე იმ ქვეყანაში, რომელმაც 4-6 კვირის ფასი გადაიხადა, სრულად დაკეტა ქვეყანა, მაგრამ დღეს გაცილებით უფრო ოპტიმისტია იქაური მომხმარებელი და გაცილებით უფრო ოპტიმისტურად გამოიყურება ეკონომიკა. სადაც კოვიდს უკეთ მართავენ, სადაც კოვიდის გავრცელება კონტროლის ქვეშაა, დამერწმუნეთ ეს არის ყველაზე სწორი ეკონომიკურ გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.