დაკავებულ ექვსივე პირს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა(VIDEO)

დაკავებულ ექვსივე პირს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა(VIDEO)

ქრთამის აღებისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დაკავებულ ექვსივე პირს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურს, კახაბერ დამენიასა და დევი კანდელაკს 30 000 ლარი ხოლო გიორგი ნემსიწვერიძესა და იზა გუტიძეს 15 000 ლარი შეეფარდათ. ბრალდებულებს თანხის გადასახდელად ვადა 20 დღე მიეცათ, მათ თანხის გადახდისთანავე გაათავისუფლებენ. ბრალდების მხარემ 6 დაკავებულიდან 5-ის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, გირაოს სახით 50 ათასი ლარი კი მხოლოდ გუტიძის შემთხვევაში მოითხოვა. სასამართლომ ბრალდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ნიკა გილაური, ალექსანდრე ხეთაგური, კახაბერ დამენია, დევი კანდელაკი და გიორგი ნემსიწვერიძე გლდანის მე-8 საბყრობილეში უკვე გადაიყვანეს, ხოლო იზა გუტიძე რუსთავის ქალთა კოლონიაში. როგორც დაკავებულების ადვოკატებმა განაცხადეს ბრალდებულების ოჯახის წევრები გირაოს თანხას დღესვე გადაიხდიან.