ილია მეორე: გულითადად გილოცავთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს, გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა იმ თანადგომისადმი, რაც წლებია ხორციელდება საქართველოს დასახმარებლად

ილია მეორე: გულითადად გილოცავთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს, გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა იმ თანადგომისადმი, რაც წლებია ხორციელდება საქართველოს დასახმარებლად

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პატრიარქის მილოცვას საპატრიარქო ავრცელებს.

„გულითადად გილოცავთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს და ამასთან დაკავშირებით გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა თქვენი ქვეყნისადმი იმ თანადგომისადმი, რაც წლებია ხორციელდება საქართველოს დასახმარებლად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, ჩვენი სახელმწიფოსთვის.

გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ვიმედოვნებთ, დღეს, როდესაც მსოფლიო საყოველთაო განსაცდელის წინაშე დგას, სწორედ აშშ-სა და რა თქმა უნდა, საერთო ძალისხმევითაც პრობლემები დაიძლევა და ღმერთი მოწყალებისა მოხედავს კაცობრიობას. შევთხოვთ უფალს, მშვიდობა და კეთილდღეობა არ მოაკლოს თქვენს ქვეყანას“, - ნათქვამია პატრიარქის მილოცვაში.

Aburjga Tasmanieli ჩემი დიდი პატივისცემა უწმინდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს - ილია II-ს!
თუ ვინმე (რომელიმე ქვეყანა, აქ ვინმეს ნაცვლად სიტყვა რამეს ვერ გამოვიყენებ, რასაც ითხოვს ქართული ენის გრამატიკა! იმიტომ, რომ შინაარსობრივად რამე, ანუ არაადამიანი-უსულო საგანი საგანი განსაცდელში ვერ შევა) დგას, უფრო სწორად შესულია განსაცდელში ეს უეჭველად არის აშშ:
1. გინდ პოლიტიკურად (მახინჯი- გაუმჭვირვალე საარჩევნო სისტემა, ქვეყნის ფედერალური მოწყობა სრულიად გაუგებარ პრინციპებზე, წრეგადასული, ყოველგვარ რესპექტაბელურობას მოკლებული დაპირისპირება საკუთარი არჩეული პრეზიდენტის მიმართ...), საგარეო ასპექტში - სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში უცერემონიოდ ჩარევა როგორც პოლიტიკურად („ფერადი რევოლუციები..) და ეკონომიურად(დოლარის ხელკეტით, სანქციები), ასევე ძალიან ხშირად სამხედრო ძალის გამოყენებით (იაპნიის ატომური დაბომვა, კორეა, ვიეტნამი, იუგოსლავია, ერაყი, სირია,ლიბია, ავღანეთი...) ცივი ომის გაჩაღება, ჰელსინკის შეთანხმებების დენონსაცია,
2. გინდა ეკონომიკურად ( 23 ტრილიონი!!! საშინაო თუ საგარეო ვალი, ფინანსური შემდაგენელის უსაშველოდ გაბერილი როლი ეკონომიკის რეალურ (მწარმოებლურ) სექტორთან მიმართებაში),
3. გინდ ეთიკურად და მორალურად (საზოგადოების მაძღარი ცხოვრებისკენ დაუოკებელი მისწრაფება სულიერი საწყისის უსაშველოდ დამრცობის ხარჯზე, ბრძოლა საკუთარი ისტორიის წინააღმდეგ ამ ისტორიის თითქმის არცოდნის პირობებში, ძეგლების ნგრევა და შავი კრიმინალის შუზების მასობრივი მუხლმოყრილი ამბორი ე.წ. თეთრკანიანი მოქალაქეების მიერ!!!),
4. გინდ კულტურის პროფანაცია ( ჰოლივუდი - ძალადობის ტირაჟირება, ძალადობის დაუსჯელობა, ძალადობრივი ვიდეოთამაშების მასობრივი გავრცელება, გაჯეტების კულტი - „მონიკელებული“ მრავალფუნქციური სმარტფონები, საკუთარი მოსახლეობის მასიური უმეცრება მსოფლიოს სხვა ქვეყნების კულტურული მიღწევების ცოდნის სფეროში...),
5. გინდ რელიგიის უკან „დაჩოჩება“ და ათასგვარ სექტებთან მისი გათანაბრება. თავისუფლების ცნების გარყვნა - დემონიზაცია! აშკარა გარყვნილების (ლგბტ) ინსტიტუციონალიზაცია კანონის მეშვეობით! ოჯახის მცნების გათახსიება ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებით მრავალ შტატში. თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ცნებების დაპირისპირებულ არსში, პასუხისმგებლობის ცნების გაქრობა მასმედიის საშუალებით მიმართული პროპაგანდის მეშვეობით.
6. გინდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სრული კრახი, რომელიც ნათლად გამოჩნდა კოვიდ19 ინფექციასთან ბრძოლაში აშკარად მარცხის სახით (53 ათასი დაინფიცირებული უკანასკნელ 24 საათში)
7. .................. ......
თანდათან კიდევ ბევრი აშშ-ს ავადმყოფობა მახსენდება, მაგრამ ვგონებ სავალალო დასკვნისათვის ესეც საკმარისია.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli თუ ჩემი ნათქვამი ამერიკელი ხალხის უმეცრების შესახებ გადაჭარბებულად მოგეჩვენებათ მოგიწოდებთ ჩაატაროთ წარმოსახვითი ექსპერიმენტი: 1000 საქართველოს მოქალაქეს 40 დან 60 წლამდე ასაკისას ვკითხოთ ვინ იყო აკაკი წერეთელი. მეორეს მხრივ 1000 ამერიკელ მოქალაქეს იგივე ასაკობრივ კატეგორიაში ვკითხოთ ვინ იყო ედგარ პო?! აბა..., წარმოიდგინეთ პასუხები?! )))
3 წლის უკან