სოზარ სუბარი: ოპოზიციამ თვითლიკვიდაცია მოახდინა

სოზარ სუბარი: ოპოზიციამ თვითლიკვიდაცია მოახდინა

„იქნება ორპორალური სისტემის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გაცილებით უფრო მრავალფეროვან პოლიტიკურ ძალებს და დებატებს ვიხილავთ პარლამენტში“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცების თემაზე ისაუბრა.

„მე რომ პარლამენტში ვყოფილიყავი, ამ გადაწყვეტილებას დავუჭერდი მხარს არამხოლოდ იმიტომ, რომ გუნდი, რასაც მხარს დაუჭერდა, მეც იმას დავუჭერდი მხარს, არამედ იმიტომ, რომ ამ ისტორიულ მომენტში, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება - 30 წელია, ქართული პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა ამბობს, რომ პროპორციული სისტემა უფრო სამართლიანია და ჩვენც უნდა გადავიდეთ ამაზე.

გარდა იმისა, რომ მართლაც საოცრად პოლარიზებულია ქართული პოლიტიკური სისტემა და ეს პოლარიზება ორ პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირებას ვერ ასცდა, მეორე გადაწყვეტილებაც, რომ ერთპროცენტიანი ბარიერი იყოს დროებითი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება ორპორალური სისტემის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გაცილებით უფრო მრავალფეროვან პოლიტიკურ ძალებს და დებატებს ვიხილავთ პარლამენტში“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, მომავალი აჩვენებს, რამდენად გაამართლებს ეს სისტემა, რაც შეეხება ოპოზიციას, სუბარის თქმით, ოპონენტებმა თვითლიკვიდაცია მოახდინეს.

„ჯერ ითხოვდა ამ სისტემას, მერე კი, როცა ნახეს, რომ მზად ვართ მისაღებად და გვყოფნის ძალები, რომ მივიღოთ, მაინც გაემიჯნენ ამ პროცესს, რადგან მათაც იციან, რომ ნულოვანი შანსი აქვთ არათუ გამარჯვების, არამედ პარლამენტში სერიოზული ძალებით შესვლის. ჰქონდათ იმედი, რომ ჩავარდებოდა ეს პროცესი და თუ არ ჩავარდებოდა, იმას მაინც იტყოდნენ, რომ „ეს არის ერთპარტიული ცვლილებები“, მაგრამ ხარაკირი გაიკეთეს არამხოლოდ ქართველი ამომრჩევლის თვალში, არამედ იქ, სადაც მუშაობდნენ - სადაც ცდილობდნენ ჩვენი მეგობრების დარწმუნებას, რომ ჩვენ არ გვიმდა გარკვეული ცვლილებები.

იქაც ყველამ დაინახა, რომ დესტრუქციული ძალა, დესქტრუქციული ოპოზიცია არის ორი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ცვლილებები ჩავარდნილიყო“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.