სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა 30 თეთრი უნდა გახდეს, - ამ ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან. კომპანიაში „თბილისის მიკროავტობუსები" აცხადებენ, რომ მგზავრობის საფასური უახლოეს მომავალში არ შეიცვლება. მძღოლების ნაწილი მაღალი ტარიფის გამო მგზავრების რაოდენობის სიმცირეს უჩივის, მგზავრები კი სამარშრუტო ტაქსებში ფეხზე დგომას აპროტესებენ. უკვე დასრულდა მონიტორინგი, რომელმაც სამარშრუტო ტაქსების მგზავრთა რაოდენობა აღწერა. მძღოლების ინდივიდუალურ გეგმას სწორედ ამ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე შეადგენენ.