გიორგი ვოლსკი: რეჟიმი იმ ყავარჯნებზე იყო შემდგარი, რომელიც მწამებელს ეჭირა და აუპატიურებდა

გიორგი ვოლსკი: რეჟიმი იმ ყავარჯნებზე იყო შემდგარი, რომელიც მწამებელს ეჭირა და აუპატიურებდა

ის 81 ადამიანი, რომელიც გაასამართლა ჩვენმა სასამართლომ, მათ შორის იყო ბევრი ისეთი, რომელმაც სადიზმით გამოიჩინა თავი, ისინი ხომ არიან მარტო. მათ იქითაც არის ადამიანების დიდი რაოდენობა, რომელებმაც ჯერჯერობით თავი დააღწიეს პასუხისმგებლობას. სისტემა იყო თვითონ დანაშაულებრივი - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ​ „დღის ქრონიკის“ ეთერში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ბაჩო ახალაიას ყოფილი მოადგილის დავით ჭაკუას გადმოცემის ფაქტზე განაცხადა.

„ეს რეჟიმი იყო, ხატოვნად რომ ვთქვათ, იმ ყავარჯნებზე შემდგარი, რომელიც ეჭირა იმ მწამებელ ადამიანს, რომელიც აუპატიურებდა და ჩვენ ეს კადრები ვნახეთ. ამას შეფასება რა საკვირველია, უნდა მისცეს საზოგადოებამ პირველ რიგში. პოლიტიკური შეფასება ხდება არჩევნებიდან გამომდინარე. რეალურად მე არ ვფიქრობ რომ ეს საკმარისია, რომ იმ ადამიანების გასამართლება საქართველოში ან იქ გაქცეულების გასამართლება. მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, ვინც ისევ ყელყელაობენ არიან წახალისებული მხარდამჭერების მხრიდან. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემ მზადყოფნას ვემსახურო ყველას პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, მაგრამ კიდევ ერთხელ იმასაც ვამბობ, მოდის არჩევნები დავფიქრდეთ, ვისთან და რასთან გვქონდა საქმე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ“, - განაცხადა ვოსკლიმ.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირება, სავარაუდოდ, დღეს მოხდება.

გერმანიამ წამებისთვის ძებნილი, სად-ის ყოფილი უფროსის ქართული მართლმსაჯულებისთვის გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო.