ბაიდენი ტრამპს რეიტინგში 12%-ით უსწრებს

ბაიდენი ტრამპს რეიტინგში 12%-ით უსწრებს

აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რეიტინგში 12%-ით უსწრებს.

Politico-ს ცნობით, სოციოლოგიური გამოკითხვა მონმუტის უნივერსიტეტმა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ბაიდენს მხარს რესპოდენტთა 53% უჭერს, ტრამპს კი ხმას 41% აძლევს. გამოკითხვა 26-30 ივნისს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 867-მა რესპოდენტმა მიიღო.