4 ახალი შემთხვევა ყველა შემოტანილია, არც ერთი შიდა გადაცემით გავრცელებული არაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„2 გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 2 კი მოქალაქეები შემოსული სხვა ქვეყნიდან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი სულ 939 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 817, გარდაცვლილი - 15.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.