ამირან სალუქვაძე რუსეთის შესაძლო საფრთხეებზე: საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით უნდა აღვკვეთოთ ყველანაირი გავლენა საქართველოს ამომრჩეველზე

ამირან სალუქვაძე რუსეთის შესაძლო საფრთხეებზე: საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით უნდა აღვკვეთოთ ყველანაირი გავლენა საქართველოს ამომრჩეველზე

რუსეთი აშშ-შიც კი ახერხებს თავისი მედია თუ სხვა საშუალებით გავლენა მოახდინოს საარჩევნო კამპანიაზე, არჩევნების მსვლელობაზე, რა თქმა უნდა მას მსგავსი ქმედება თავის სამეზობლოშიც არ გაუჭირდება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

„რუსეთი საკუთარი მეთოდების სრულ სპექტრს გამოიყენებს. ეს იქნება: საინფორმაციო, გამორიცხული არაა ხაკერული შეტევები, სხვადასხვა პოლიტიკური განცხადების გაკეთება. ადრე გვინახავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ან რუსეთის ლიდერის სხვადასხვა დადგმული განცხადება მედიასთან, საქართველოში ელექტორატზე გავლენის მოხდენის მიზნით. მაგრამ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით და მათთან მეტი კომუნიკაციით მაქსიმალურად უნდა აღვკვეთოთ რუსეთის ყველანაირი გავლენა საქართველოს ამომრჩეველზე. მნიშვნელოვანია აქტიური მუშაობა სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის. რესურსები არსებობს და იმედია, რომ ჩვენ ამ არჩევნებს ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩავატარებთ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანის აზრით, მაღალია ალბათობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეცდება.

Aws ეხლა ორივეს თავში რა აქვთ?
4 წლის უკან
Aws თუ რუსეთი ბიძინას დაუჭერს მხარს, ამას ისედაც გააკეთებს ქართველი ხალხი ნაცების "სიყვარულის" გამო,თუ ნაცებს დაუჭერს მხარს ე.ი. ამერიკელების მხარეს ყოფილან, არა მგონია შალიკოს დაუჭირონ მხარი. სად არის ლოგიკა ბატონო ამირან სალუქვაძე? შე მართლა ანანისტიკოსო? P.C. ანანისტიკოსი არ შემშლია!
4 წლის უკან