ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტში ვიხილოთ მეტი ქალი

ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტში ვიხილოთ მეტი ქალი

„თუ გადავავლებთ თვალს სტატისტიკას, პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობით  პარლამენტში საქართველო არის ერთ-ერთი აუტსაიდერი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სახელმწიფოებს შორისაც კი. ძალიან დაბალი მაჩვენებელია ჩვენთან", - განაცხადა ტვ „იმედის" ეთერში „ ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, დღეს პარლამენტის 150 დეპუტატის შორის  მხოლოდ 21  ქალია. მისივე მოსაზრებით, ეს დაბალი პროცენტული მაჩვენებელი  არ მეტყველებს კარგად ქვეყანაზე.

„მაგალითად, როდესაც ჩვენი პარტნიორები  ეცნობიან ასეთ სტატისტიკას, მათში გარკვეულ უარყოფით აღქმას იწვევს ეს  ფაქტი. შესაბამისად, არსებული სურათი შესაცვლელია. მართალია, ყოველ 4 წელიწადში იყო გარკვეული ზრდა, თუმცა ესეც არის ძალიან მცირე მაჩვენებელი.  თუ საზოგადოებაში ქალებისა და მამაკაცების რესურსებს ავიღებთ, ბალანსი ბევრად უფრო განსხვავებულია, ვიდრე ვხედავთ სურათს პარლამენტში. იმისათვის, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ, გარკვეული წამახალისებელი ზომებია საჭირო. ეს წამახალისებელი ზომაა სწორედ გენდერული კვოტა.",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, გენდერული კვოტის შესაბამისად, 2020 წლის არჩევნების შემდეგ უკვე მინიმუმ 30 ქალი იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, თუმცა შეიძლება იყოს მეტიც; 2024 წლის არჩევნებზე იქნება მინიმუმ 37 ქალი წარმოდგენილი, ხოლო 2028 წელს  - მინიმუმ 50 ქალი.

„თანდათანობით დავუახლოვდებით იმ ოპტიმალურ სურათს, რომელიც განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებს და რომელიც იქნება უფრო ბუნებრივი ქართული საზოგადოებისთვის. გვჯერა, რომ არის უამრავი კომპეტენტური ქალი, რომელსაც შეუძლია ძალიან კარგად გაართვას თავი პარლამენტარის ფუნქციებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

Aburjga Tasmanieli რაკლი შვილო, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახში, საკუთარ ოჯახში ვიხილოთ მეტი ქართველი ქალი, ასე ვთქვათ ქართვლის დედა, რომელიც დაკავებული იქნება ოჯახის დიასახლისობით შვილების ნამდვილ ადამიანებად, ნამდვილ ქართველ ოატრიოტებად აღზრდით ანუ ტრადიციული საქმიანობით! თქვენ სოროსის გამოზრდილებს ეს ქალის ჩაგვრად მიგაჩნიათ იმიტომ, რომ გაუკუღმართებული ფსიქოლოგია გაქვთ, რაც გამოწვეულია სოსროსის ძუძუს წოვისაგან! მაშინ არ იცოდით რომ სოროსის რძე შხამიანი ნარკოტიკია! ახლა კი იცით მაგრამ გვიანია, უკვე ღრმად დამოკიდებულება გაქვთ განვითარებული. ისე მაინტერესებს თქვენი აზრით რომელი წლიდან მოგვთქხოვენ " ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი" და ევროკავშირი საარჩევნო სიაში ყოველ მეხუთედ ლგბტ პრაიდის წევრის აუცილებლად შეყვანას??!! სირცხვილი თქვენი, სირცხვილი!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ირაკლი შვილო, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახში, საკუთარ ოჯახში ვიხილოთ მეტი ქართველი ქალი, ასე ვთქვათ ქართვლის დედა, რომელიც დაკავებული იქნება ოჯახის დიასახლისობით, შვილების ნამდვილ ადამიანებად, ნამდვილ ქართველ პატრიოტებად აღზრდით ანუ ტრადიციული საქმიანობით! თქვენ სოროსის გამოზრდილებს ეს ქალის ჩაგვრად მიგაჩნიათ იმიტომ, რომ გაუკუღმართებული ფსიქოლოგია გაქვთ, რაც გამოწვეულია სოსროსის ძუძუს წოვისაგან! მაშინ არ იცოდით რომ სოროსის რძე შხამიანი ნარკოტიკია! ახლა კი იცით მაგრამ გვიანია, უკვე ღრმა დამოკიდებულება გაქვთ განვითარებული. ისე მაინტერესებს თქვენი აზრით რომელი წლიდან მოგვთხოვენ " ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი" და ევროკავშირი საარჩევნო სიაში ყოველ მეხუთედ ლგბტ პრაიდის წევრის აუცილებლად შეყვანას??!! სირცხვილი თქვენი, სირცხვილი!
4 წლის უკან