პაატა იმნაძე: მეორე ტალღაზე საუბარი ჯერ ადრეა - თუ ჩვენ კორონავირუსთან ვისწავლით თანაცხოვრებას, ვირუსი იქნება, მაგრამ ძალიან არ შეგვაწუხებს

პაატა იმნაძე: მეორე ტალღაზე საუბარი ჯერ ადრეა - თუ ჩვენ კორონავირუსთან ვისწავლით თანაცხოვრებას, ვირუსი იქნება, მაგრამ ძალიან არ შეგვაწუხებს

მეორე ტალღაზე საუბარი ჯერ ადრეა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ჩვენ კორონავირუსთან ვისწავლით თანაცხოვრებას, მაშინ ის არ შეგვაწუხებს.

„მეორე ტალღაზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან პრაქტიკულად, სიტუაცია, რაც არის გვიჩვენებს, რომ შემთხვევები არ არის საგანგაშო. თუმცა, ვირუსი ცირკულირებს, აქედან გამომდინარე, სიფრთხილე გვმართებს. შესაბამისად, თუ ჩვენ კორონავირუსთან ვისწავლით თანაცხოვრებას, დავიცავთ ელემენტარულ წესებს-ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა, ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება, კორონავირუსი იქნება, მაგრამ ძალიან არ შეგვაწუხებს. თუ არ დავიცავთ, მოგვივა ის, რაც მოუვიდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს“, - განახადა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რიცხვი 939-ს შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 817 ადამიანი. გარდაიცვალა 15 პაციენტი.