იმუნოგოლი ბიძინა კულუმბეგოვი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტს ნიღაბი მხოლოდ ზედამხედველთან და კომისიის წევრებთან კონტაქტის დროს უნდა ეკეთოს, საღ აზრს უწოდებს.
ექიმის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა სამედიცინო სფეროსა და საზოგადოებას, ბევრი პრობლემა აარიდეს თავიდან.
„საღმა აზრმა გაიმარჯვა! ასობით პაციენტის მომართვა ფიქსირდებოდა ბოლო დღეებია ჩემთან და ჩემს კოლეგებთან, რათა გაგვეცა ცნობა პირბადის ტარების წესის ვალდებულების ცვლილებასთან დაკავშირებით.
დიდი მადლობა ყველას ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ამით ჩვენც (ექიმებს) და აბიტურიენტებსაც ბევრი პრობლემა აგვარიდეს თავიდან. ყველა აბიტურიენტს სტუდენტობას ვუსურვებ", - წერს იმუნოლოგი.