ირაკლი კობახიძე მალინის სტატიაზე:

ირაკლი კობახიძე მალინის სტატიაზე: "ფრონტერას" ურჩევნია ლობისტზე ფულის ხარჯვას, ფული გახარჯოს ინვესტიციებზე

ამერიკელი კონგრესმენის მაკვეინ მალინის სტატიას მმართველ პარტიაში მის ლობისტურ საქმიანობას უკავშირებენ.

"ფრონტერას ლობისტებთან დაკავშირებით, იცით ჩვენი პოზიცია, ღრმად ჩვენ არ შევალთ. ჩვენთვის ცნობილია, თუ რა პროცესები უდევს საფუძვლად ასეთ განცხადებებს. "ფრონტერას" ურჩევნია, ლობისტზე ფულის ხარჯვას, ფული გახარჯოს ინვესტიციებზე. ეს რომ გაეკეთებინა, ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა და ამდენი ხარჯვა ლობისტებში აღარ დასჭირდებოდა. შესაბამისად, ყველამ ვიცით, რა და როგორ არის და ასეთ განცხადებებს, მეტი კომენტარი აღარ ჭირდება,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ირაკლი კობახიძე.

ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაკვეინ მალინმა, საავტორო წერილში ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მას პუტინის მოკავშირე უწოდა.