სომხეთში კორონავირუსი კიდევ 593 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 593 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსის 593 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სომხური მედიის ცნობით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 26 658 შემთხვევა დადასტურდა. განიკურნა - 15 036. აქედან, უკანასკნელ დღეებში - 473 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში გუშინ კორონავირუსი 523 ადამიანს დაუდასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.