ამირან სალუქვაძე: არჩევნებია თუ საყოველთაო კარანტინი?

ამირან სალუქვაძე: არჩევნებია თუ საყოველთაო კარანტინი?

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში წერს:

„500 მეტრიან რადიუსში ხალხის კონტროლს რომ ითხოვთ, იცით რამდენია?

მერე გწყინთ თქვენი ბოლო 2-3 წლის გაუგებარ პოზიციებს რომ უარყოფითად ვაფასებთ.

ჩემი კორპუსიდან დაახლოებით 200 მეტრშია 81-ე საშუალო სკოლა, სადაც საარჩევნო უბანია. 500 მეტრის რადიუსი უწევს სკოლიდან, მაგალითად ავტოსადგურამდე, ან კარფურამდე და ა.შ.

თუ მიზეზებს ეძებთ, ერთია, თორემ არ მგონია არ იცოდეთ რამდენია 500 მეტრი, თუნდაც 200.

200 მეტრზე რომ კონტროლი დააწესოთ, 2-3 პარალელური ქუჩის უბნებზე კონტროლი უნდა დაწესდეს.

წარმოგიდგენიათ 8-დან 20.00-მდე ამხელა უბნების გადაკეტვა და კონტროლი?

მსგავსი არაფერი გამიგია. არჩევნებია თუ საყოველთაო კარანტინი?“