ამირან გამყრელიძის თქმით, არსებული ეპიდვითარების შენარჩუნების შემთხვევაში სექტემბერში სასწავლო პროცესს საფრთხე არ შეექმნება

ამირან გამყრელიძის თქმით, არსებული ეპიდვითარების შენარჩუნების შემთხვევაში სექტემბერში სასწავლო პროცესს საფრთხე არ შეექმნება

თუ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შენარჩუნდა, სექტემბერში სასწავლო პროცესის განახლებას არაფერი დაემუქრება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ის ეპიდსიტუაცია, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს - ყოველდღიურად ინფიცირების ერთეული ან იგივე, ვთქვათ, 2, ათეული შემთხვევა, ეს საფრთხეს არ წარმოადგენს არც ეროვნული გამოცდების ჩატარებისთვის, არც სასწავლო პროცესი დაწყებისთვის და არც სხვა ღონისძიებისთვის“, - განმარტა გამყრელიძემ.