კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება დემოკრატიული დღის წესრიგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება

კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება დემოკრატიული დღის წესრიგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯი იქნება დემოკრატიული დღის წესრიგისთვის, - ამის შესახებ კარლ ჰარცელმა საქართველოში პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის მიზანი იყო არჩევნებისთვის მზადების შემდგომი ეტაპი, ასევე საარჩევნო კოდექსი და მისი რეკომენდაციების მიხედვით განხორციელება.

„იმედი მაქვს, საბოლოოდ ჩვენ გვექნება პლატფორმა არჩევნებისთვის, რომელიც ეჭვგარეშეა, რომ კონკურენტული იქნება“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

„რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, კარლ ჰარცელის თქმით, მხარეებისგან კომპრომისის მიღწევის სულისკვეთება დაინახა, რამაც შეთანხმების მიღწევა საბოლოოდ გახადა შესაძლებელი.

„მსურს, შექება გამოვხატო ყველას მიმართ, ვინც ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევაში მონაწილეობდა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“ არ მონაწილეობდა.