მამა ბასილ იაშაღაშვილი: ქალი, რომელსაც შარვალი აცვია, ეშმაკის იარაღია კაცების საცდუნებლად მიმართული

მამა ბასილ იაშაღაშვილი: ქალი, რომელსაც შარვალი აცვია, ეშმაკის იარაღია კაცების საცდუნებლად მიმართული

თელეთის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ბასილ იაშაღაშვილი ირწმუნება, რომ ქალისთვის შარვლის ჩაცმა მიუღებელია, ვინაიდან ეს დიდი ცოდვაა. ამის შესახებ ინფორმაციას zneoba.ge ავრცელებს.

„როგორც უფალი ბრძანებს, თუ კაცი გულისთქმით უყურებს ქალს, უვკე იმრუშა მასთან თავის გულში (მათეს სახარება 5,28). როდესაც ქალი იცვამს შარვალს, განსაკუთრებით, შემოტმასნილ ჯინსებს და ე.წ. ელასტიკებს, ამ დროს წარმოაჩენს თავისი დაფარული სხეულის მოყვანილობას და ნაკვთებს.

ასეთი გამომწვევი ჩაცმით ქალი იქცევს მამაკაცის ყურადღებას, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არაწმიდა გულისთქმით უყურებს მას და მრუშობს მასთან თავის გულში. ასეთი ჩაცმული ქალი არის ეშმაკის იარაღი, მამაკაცების საცდუნებლად მიმართული. ადრე მეძავი ქალები იცვამდნენ ასე გამომწვევად იმისათვის, რომ მამაკაცების ყურადღება მიექციათ და ამ გზით ფული ეშოვნათ, დღეს კი ასეთი ჩაცმა მოდაში შემოვიდა".

Katana . ქალის ლამაზი სახეც იწვევს ამგვარ "გულისთქმას" და იქნებ ჩადრი შემოვიღოთ?
3 წლის უკან
Katana . ხოლო, იმის გასარკვევად, წარმოადგენს თუ არა კონკრეტულად რომელიმე ქალი ეშმაკის იარაღს კაცის საცდუნებლად, შეიძლება გამოვიყენოთ დიდი ინკვიზიტორის, ტორკვემადას მიერ კარგად აპრობირებული მეთოდი: ქალს ვაგდებთ წყალში და ვაკვირდებით... თუ ჩაიძირა (ანუ, დაიხრჩო), ე.ი. უცოდველი ყოფილა!
მაგრამ თუ არ ჩაიძირა, ე.ი. ეშმაკი ეხმარება და ჩვენ ვძირავთ, სანამ არ განუტევებს ცოდვილ სულს!
3 წლის უკან