"რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ 25-მეტრიანი დისტანციით კოორდინატორს შეუძლია დაჟინებული მზერით ამომრჩეველზე გავლენა მოახდინოს - ითხოვენ 500 მეტრს, რომელსაც საქართველოს ფართობი არ ეყოფა"

მოთხოვნები ხშირად კომიკურია - გოცირიძეს მიაჩნია, რომ 25-მეტრიანი დისტანციით კოორდინატორს შეუძლია დაჟინებული მზერით ამომრჩეველზე გავლენა მოახდინოს. ითხოვენ 500 მეტრს, რომელსაც საქართველოს ფართობი არ ეყოფა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალიატებს განუცხადა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც კენჭისყრის შენობიდან კოორდინატორების დისტანცია 25 მეტრი უნდა იყოს.

მისი თქმით, არავინ შეიზღუდება და დაძაბულობა არ იქნება, თუ მას ვინმე ხელოვნურად არ შექმნის.

„სპეკულაციები გაცილებით მეტია ვიდრე რეალობა. არავინ არავის არ შეზღუდავს, ვერ შეზღუდავს და იქნება სრული ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომი საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის. ეს არის ფაქტი. არის რაღაც ფინანსური ანგარიშგების აუცილებლობის შესახებ, მედია საშუალებების. ორგანიზება ამისიც შეიძლება. არაფერი დაძაბულობა არ იქნება, თუ არ შექმნიან ხელოვნურად. არავის მიზანი არ არის, რომ არჩევნების დროს რაიმე გაუგებრობა მოხდეს, მითუმეტეს არჩევნების წინა პერიოდში. მოთხოვნები ხშირად იმდენად კომიკურია, თუნდაც დისტანცირებასთან დაკავშირებით. რომან გოცირიძემ თქვა, თუ არ დავაშორებთ საარჩევნო უბანსო, დისტანცია დიდი თუ არ იქნება, ადამიანებზე შეიძლება თვალებით იმოქმედოო, პირდაპირი გაგებით. თვალებით და შემდეგ ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინო ადამიანებზე შეხედვით. რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ 25-მეტრიანი დისტანციით კოორდინატორს შეუძლია დაჟინებული მზერით ამომრჩეველზე გავლენა მოახდინოს. ითხოვენ 500 მეტრს, რომელსაც საქართველოს ფართობი არ ეყოფა.

ძალადობის გამოცდილება ჰქონდათ თვითონ. ამხელა რაოდენობაა მეთვალყურეების, მთელი მსოფლიო ყურადღებითაა საქართველოს მიმართ და ეს მათ არ აწყობთ. მოგონილი ისტორიებით ცდილობენ, რომ საზოგადოება დაზაფრონ”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი გიორგი გახარიას იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ თითოეულმა პოლიტიკურმა ძალამ, იმის მიუხედავად, რა პოლიტიკურ პლატფორმას წარმოადგენს, პოზიტიური როლი უნდა შეიტანოს საქართველოში მიმდინარე „ისტორიულ პროცესში”. ვოლსკიმ აღნიშნულ განცხადებას ჭკვიანური უწოდა.

“პოლიტიკური პარტია იმისთვის არის, რომ იზრუნოს უკეთესი მომავლისთვის. თუ რაიმე წინადადებები, შენიშვნები, რეალური პოზიცია აქვთ რეალურ სივრცეში. ეს უნდა იყოს განხილული. ჩვენი ურთიერთობების ხარისხი არის ძალიან ცუდი. არ შეესაბამება დემოკრატიული სახელმწიფოს სტანდარტებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამას განაპირობებს დესტრუქცია, რომელიც არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომლითაც დღეს მოქმედებს ჩვენი ვაი ოპოზიცია”,- განაცხადა ვოლსკიმ.