“ 1-ელი ივლისიდან საქართველოსთვის მსახურებაში მყოფ ადამიანებს: პოლიციელებს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალს, სოფლის ექიმებსა და ექთნებს და სოციალური აგენტებს ხელფასი გაეზარდათ”

“ 1-ელი ივლისიდან საქართველოსთვის მსახურებაში მყოფ ადამიანებს: პოლიციელებს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალს, სოფლის ექიმებსა და ექთნებს და სოციალური აგენტებს ხელფასი გაეზარდათ”

1-ელი ივლისიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალს, სოციალურ აგენტებსა და პოლიციელებს ხელფასი გაეზარდათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ასევე 1-ელი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული ადამიანებისა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის გაიზარდა პენსიაც.

„1-ელი ივლისიდან საქართველოსთვის მსახურებაში მყოფ ადამიანებს გაეზარდათ ხელფასები. ეს გახლავთ პოლიცია, სასწრაფო -სამედიცინო დახმარების პერსონალი სრულად, სოფლის ექიმები და ექთნები, სოციალური აგენტები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენზე და ჩვენს მოქალაქეებზე. გარდა ამისა, ერთი მხრივ, პენსიის გაზრდით და მეორე მხრივ, იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლის გამოც პენსიის ზრდა ყოველწლიურად მიება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელს, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების პენსიის საკითხი ვეღარასდროს ვერ გახდება პოლიტიკური სპეკულირების საგანი. ეს არის მიღწევა, რომელიც ჩვენ, ყველამ, პარლამენტთან ერთად მივიღეთ. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ 1-ელი ივლისიდან, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია იქნება 250 ლარი, ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ 300 ლარი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.