გია ბარამიძე: ირაკლი კობახიძემ თავი მასხრად აიგდო

გია ბარამიძე: ირაკლი კობახიძემ თავი მასხრად აიგდო

“ამერიკის ელჩმა თავად თქვა, რომ ოპოზიციას პრინციპული მოსაზრებები ჰქონდა, რომ ხელისუფლებას შეესრულებინა დაპირებები და გადაედგა ნაბიჯი ცივილიზებული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად. ამიტომ იყო ეს პრინციპული საკითხი. ამიტომ საუბრობს რიში, რომ რურუას გამოშვება დარჩა შეუსრულებელი ხელისუფლებას. ამიტომ ოპოზიციაზე ამის დაბრალება ხელისუფლებას არ გამოუვა”, – განაცხადა გია ბარამიძემ.

კითხვაზე, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” იმუშავა, რომ ადა მარშანიას და დავით ჭიჭინაძეს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღოთ. მართლა იმუშავეს თუ არა ამაზე? – ბარამიძე პასუხობს:

“ახლა თქვენ სერიოზულად მეკითხებით ამას? თქვენ თვითონაც გეღიმებათ. ირაკლი კობახიძემ თავი მასხრად აიგდო”, – აღნიშნა გია ბარამიძემ.